1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer>
  • ფუტკრის ანატომია

    ადამიანს, რომელიც მეფუტკრეობას სწავლობს, ზოგადი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ფუტკრის ანატომიაზე, რათა უფრო ღრმად გაერკვეს მისი მოვლის წესებში და იცოდეს, ამათუ იმ შემთხვევაში როგორ მოიქცეს. ეს ძალიან რთული თემაა, ამიტომ ზოგად ტექსტში გამოყენებულია ფართოდ ხმარებული ტერმინები. მასალა ამოღებულია სნოდგრასის წიგნიდან „ფუტკრის ანატომია და ფიზიოლოგია“.

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

    სურ.0. ზოგადი  აგებულება

     

    ფუტკრის, ისევე როგორც სხვა მწერების ჩონჩხი სხეულის ზედაპირზეა მოთავსებული და შიგა რბილი ორგანოების დამცველის როლს ასრულებს, ფუტკრის სუნთქვა სხეულის ყველა ნაწილის გამჭოლი ტრაქეალური სისტემით ხორციელდება. (სურ.1 ) ფუტკარს აქვს სათაფლე კუჭი (ჩიჩახვი) და კუჭის პირი (ჩიჩახვის სარქველი), რაც ხერხემლიანებს საერთოდ არ გააჩნიათ. სათაფლე ჩიჩახვი ნექტრის  თაფლის შესანახადაა გამოყენებული, ხოლო ნამდვილ კუჭს იგივე დანიშნულენა აქვს რაც ადამიანის კუჭს. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კუჭებს შორის მოთავსებულია ჩიჩახვის სარქველი, რომელიც ნამდვილ კუჭში ნექტარს გარკვეული რაოდენობით ატარებს, ხოლო მტვრის ნაწილაკებს იჭერს. ფუტკარს აქვს ნესტარი– თავდასხმისა და თავდაცვის მეტად რთული იარაღი. ფუტკრის ყბები სხეულის გასწვრივი ღერძის მიმართ მოძრაობენ ირიბი ან სწორი კუთხით. ხორთუმი ორი განყოფილებისაგან შედგება. პირველს საკუთრივ ხორთუმი წარმოადგენს, რომელიც ემსახურება ყვავილის ძირიდან ნექტრის უმცირესი წვეთის ამოწოვას. მეორე განყოფილება არის პირის ორგანოები, რომლებიც ისეა მოღუნული, რომ საკვების მაგარი ნაწილები სათაფლე ჩიჩახვში მოხვდნენ. შეხების, ყნოსვის და  შესაძლებელია სმენისაც  მოთავსებულია ულვაშებზე.

     

  • Star Trek A chronicle of the early days of James T. Kirk and his fellow crew members...
  • The Hangover

    A Las Vegas-set comedy centered around three groomsmen...

თაფლის ანტისეპტიკური თვისებები

 

რადგანაც რიგი დაავადებებისა ფუტკრის რძის საშუალებით გადაეცემა, გამოითქვა ვარაუდი, ხომ არ შეიცავს თაფლი დაავადებების ამღძვრელ მიკრობებს. სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის(კოლორადოს შტატი) ბაქტერიოლოგს დოქტორ  უ.სეკეტს თაფლში შეჰყავდა სხვადასხვაგვარი პათოგენური მიკრობები. უ.სეკეტმა აღმოაჩინა, რომ ყველა ეს მიკრობი რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ იღუპებოდა. იგი წერდა; „ტიფის ნაწლავის ჯგუფის ბაქტერიების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალზე შეზღუდულია. იმის შესაძლებლობა, რომ თაფლი შეიძლება გახდეს ტიფის ციებ–ცხელების, დიზენტერიის და კუჭ–ნაწლავის სხვა დაავადებათა აღმძვრელების გადამტანი, მეტად უმნიშვნელოა“. აი, მისი გამიკვლევის მიკლე დასკვნები:

B.typhosus , რომელიც ტიფის ციებ–ცხელებას იწვევს, სუფთა თაფლში შეტანიდან 48 საათის განმავლობაში იღუპებოდა.

B. paratyphosus ( A, and B), რომელიც იწვევს ტიფის ციებცხელების მაგვარ დაავადებას, თაფლში 24 საათის განმავლობაში იღუპებიან.

B. fecalis alkaligenes–სუფთა თაფლში 5 საათის განმავლობაში იღუპებოდა.

B. protems vulgar–სუფთა თაფლში 4 საათში იღუპებოდა.

B. suipestifer–სუფთა თაფლში 4 დღეში იღუპებოდა. ამ მოკრობის არსებობისას ბრონქოპნევმონია ვითარდება, რომელსაც სეპსისი მოსდევს.

B. lactis aerogen-4 დღეში იღუპებოდა.

B.coli commanis -მე–5 დღეზე იღუპებოდა(სისხლში შეჭრისას ის პერიტონიტს იწვევს).

B.dyzenterie (დიზენტერიის აღმძვრელი)–მე–10 დღეზე იღუპებოდა.

B.enteritidis–სუფთა თაფლში შეყვანიდან იღუპებოდა 48 სათის განმავლობაში.

ბაქტერიოლოგი დოქტორი ა. სტერტევანთი აღნიშნავდა, რომ თაფლს აქვს განსაკუთრებული თვისება–შთანთქას ტენი ყველა საგნიდან, რომელიც კი მას ეხება. თაფლი ართმევს ტენს ბაქტერიის სხეულს და იგი კვდება.

კანადელი(ოტავა) ბაქტერიოლოგი ა. ლოქჰიდი წერდა;“თაფლი, საბედნიეროდ, ბაქტერიების განვითარებისთვის მეტად შეუფერებელი არეა ორი ძირითადი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, მაღალი მჟავიანობა თაფლის ბაქტერიების განვითარებისთვის სრულიად გამოუსადეგარ არედ აქცევს. ბაქტერიების მეტად მცირე რაოდენობის სახეობებს შეუძლიათ ზრდა ისეთი მჟავიანობის ხსნარებში, როგორიც თაფლს აქვს. მეორე მიზეზია შაქრების მაღალი შემცველობა–დაახლოებით 80%. თაფლი ისეთი არეა, რომელსაც მაღალი ოსმოსური წნევა ახასიათებს, რაც ბაქტერიების უმრავლესობის განვითარებისათვის მეტისმეტად არახელსაყრელია. ბაქტერიების მხოლოდ უმნიშვნელო ჯგუფს შეუძლია ზრდა–განვითარება ხსნარებში, რომლებიც 15–20 %–ზე მეტ შაქარს შეიცავენ. მაშასადამე, მთელი რიგი თვისებსბის კარგად შეხამების წყალობით, კერძოდ, მაღალი მჟავიანობისა და დიდი სიმკვრივის გამო, თაფლი ბაქტერიებს თითქმის არ შეიცავენ. ამრიგად, ტიფის ციებ–ცხელების, დიზენტერიის და მსგავსი დაავადებების აღმძვრელთა გავრცელების შესაძლებლობა, უეჭველია, ძალზე მცირეა.